საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსი-2024“ განხორციელების შესახებ  ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო და არჩევითი, ხოლო სამაგისტრო პროგრამების სავლდებულო საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი;

2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;

3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება:  მაქსიმუმ - 5 000 ლარი; არსებულის (2018 წლამდე გამოცემულის) განახლება:  მაქსიმუმ - 2 500 ლარი;

4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის საგანზე თითოეულ წელს  დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 50 სტუდენტისა. სამაგისტრო პროგრამის საგანზე არანაკლებ 10 სტუდენტისა.

5. სახელმძღვანელოს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;

6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;

8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1) განცხადება დეკანის სახელზე;

2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);

3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);

4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;

5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;

10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე

11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – 2024 წლის 1-ლი მარტი, 13.00 სთ;

12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე;

13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა:

სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში  – 2024  წლის 1-ლი ნოემბერი

ახალი სახელმძღვანელოს შექმნის შემთხვევაში - 2025 წლის 1-ლი მარტი

14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  პროექტი არ განიხილება;

15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;

17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა– კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
  • მანანა შამილიშვილი – კომისიის მდივანი, პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თამარ დოლბაია– ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
  • კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;

15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.